დასწრება საკრებულოს სხდომაზე


პროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთი აქტივობა არის ახალგაზრდების სამივე ფენის წარმომადგენლების (დევნილები, ადგილობრივი ქართველები და ადგილობრივი არაქართველები) სტუმრის სტატუსით დასწრება გარდაბნის საკრებულოს სხდომაზე. (მიზანი: ახალგაზრდების გარკვევა ადგილობროვ საკითხებში და თვითმმართველობის მუშაობის შინაარსის გაცნობა). ამ მიზნით მოეწყო ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა გარდაბნის გამგებლის პირველ მოადგილესთან, ბ-ნ არაზ მაშოვთან და გარდაბნის საკრებულოს ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარესთან, ბ-ნ გიორგი თათუხაშვილთან. მათ არა მხოლოდ გააცნეს ახალგაზრდა სტუმრებს თავიანთი სამომავლო სამუშაო მიმართულებები და გეგმები, არამედ თვითონაც დაინტერესდნენ სტუმრებით და უშუალოდ პროექტის მონაწილეებთან დიალოგის რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და აქტივობების შესახებ, გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობის იმედები და წარმატება უსურვეს ახალგაზრდებს

0 Response to "დასწრება საკრებულოს სხდომაზე"

Post a Comment

პროექტი მხარდაჭერილია “იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის” (SIIMS) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მიერ. პროექტს ახორციელებენ „ქეა ნორვეგია“ და „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA).