პროექტის დახურვა


29 ივნისს გარდაბნის 1 საჯარო სკოლაში მოეწყო პროექტის “ერთად საერთო რეალობაში” საზეიმო დახურვა.
პროექტის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული ბავშვები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ნაჩვენები იქნა პრეზენატაცია პროექტის განმავლობაში ჩატარებული აქტივობების : ტრენინგების. ვორკშოპების, ფილმის საღამოების, აქციებისა და ექსკურსიების შესახებ. ასევე ფართო აუდიტორიას კიდევ ერთხელ წარედგინა პროექტის ფარგლებში შექმნილი ბლოგი. ნაჩვენები იქნა სამოყვარულო ფილმები პროექტის მსვლელობის შესახებ. - მე განსაკუთრებით დამამხსოვრდა ექსკურსია, რომლის განმავლობაშიც ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე – განცხადა საუბარში პროექტის ერთ ერთმა მონაწილე დევნილმა მოსწავლემ. - მადლობა, რომ მოგვეცა ახალგაზრდებთან მუშაობის საშუალება. მოგეხსენებათ, გარდაბანში ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ცხოვრობს. აუცილებელია მათი ინტეგრაცია, იმ ტოლერანტობის ჩვენება, რაც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არსებობს. იმედია , რომ ეს პროექტი მხოლოდ დასაწყისია და კიდევ მრავალი მსგავის აქტივობა გამხორციელდება გარდაბანში. მადლობა დონორებს , პარტნიორ ორგანიზაციას და ქ-ონ ცირას, რომელიც სიქა-ს გუნდთან ერთად თავდაუზოგავად მუშაობდა პროექტის წარმატებული გამხორციელებისათვის. – ეს სიტყები “ხიდის” წარმომადგენელმა რუსტამ მაილოვმა წარმოთქვა დახურვის ღონისძიების მსვლელობისას.
საპრეზენტაციო შეხვედრის დასასრულე მონაწილეებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, პუბლიკაციები (კალენდრები და პოსტერები). კალენდრებია გარდაბნელების სურათებითა და სასარგებლო ინფორმაციით დაიბეჭდა საკმაოდ მოზრდილი ტირაჟით და გავრცელდება გარდაბნის მოსახლეობას შორის

0 Response to "პროექტის დახურვა"

Post a Comment

პროექტი მხარდაჭერილია “იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის” (SIIMS) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მიერ. პროექტს ახორციელებენ „ქეა ნორვეგია“ და „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA).