ექსკურსია ტანძიაში


26 მაისს, პროექტის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია ტანძიაში. ექსკურსიაში ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა პროექტში მონაწილე გარდაბნელმა ახალგახრდებმა და სიქას მოხალისეებმა. ექსკურსიის განრიგი დაგეგმეს და ორგანიზება გაუკეთეს სიქას იმ მოხალისეებმა, რომლებიც პროექტში მონაწილეობდნენ ფასილიტატორებად.
სულხან-საბას მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ყველა მონაწილე, მათ შორის სიქას ლიდერებიც და ქეას წარმომადგენლებიც, გადანაწილდნენ ჯგუფებში და მონაწილეობა მიიღეს სპორტულ-ინტელექტუალურ აქტივობაში ”დიდი თამაში”. გუნდებს ჰქონდათ შესასრულებელი დავალებები, რომლებსაც მათ პოსტებზე ახვედრებდნენ. ”დიდმა თმაშმა” სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა. გამარჯვებულმა გუნდებმა მიიღეს პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები.
არაფორმალურმა გარემომ და აქტივობამ თავისი როლი შეასრულა და, დილის მგზავრობისგან განსხვავებით, დაბრუნებისას უკვე ყველა ერთად ხალისობდა და ერთობოდა. აღნიშნეს, რომ ექსკურსიის შთაბეჭდილება კიდევ დიდხანს გაჰყვებათ და ემახსოვრებათ.

1 Response to "ექსკურსია ტანძიაში"

  1. gaxo says:
    July 4, 2010 at 3:16 PM

    დაუვიწყარი დღე

Post a Comment

პროექტი მხარდაჭერილია “იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის” (SIIMS) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მიერ. პროექტს ახორციელებენ „ქეა ნორვეგია“ და „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA).