აქცია „გაამწვანე გარდაბანი“

30 აპრილს ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა თავიანთი დაგეგმილი აქცია განახორციელეს ქ. გარდაბანში.
აქცია დაიწყო გარდაბნის №3 საჯარო სკოლიდან. პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ხალისით შეუერთდნენ თანატოლები და სკოლის ეზოში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით 40-მდე ხე დარგეს.
ამის შემდეგ აქციამ გარდაბნის №1 საჯარო სკოლასა და მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობის ეზოებში გადაინაცვლა. მოსახლეობა ინტერესით და მხარდაჭერით შეხვდა ახალგაზრდების ინიციატივას და თავიანთი სურვილით ჩაერთო აქციაში.
აქცია გაგრძელდა დევნილების კომპაქტური ჩასახლების კორპუსებსა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ეზოში და დასრულდა გარდაბნის №4 საჯარო სკოლაში.
მთლიანობაში, დაგეგმილი 100 ნერგის ნაცვლად გარდაბნის სხვადა სხვა ადგილზე დაირგო 200-ზე მეტი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე.

9 Response to "აქცია „გაამწვანე გარდაბანი“"

  1. kakhi says:
    May 12, 2010 at 1:18 AM

    ერთად გავამწვანეთ გარდაბანი ძალიან მაგარი იყო

  2. funny says:
    May 12, 2010 at 1:22 AM

    მართლაც კარგი აქცია გამოვიდა....

  3. kakhi says:
    May 12, 2010 at 1:26 AM

    ხომ მაგარი იყო ხალხო ჰა დამეთანხმეთ!!!!!

  4. funny says:
    May 12, 2010 at 1:27 AM

    კარგი განცდა ყოფილა, როცა თვითონ რგავ ხეს

  5. funny says:
    May 12, 2010 at 1:39 AM

    და რა კარგი იყო, მოსახლეობაც რომ ხალისით შემოგვიერთდა?!

  6. gaxo says:
    May 12, 2010 at 5:22 AM

    ძალიან კარგი იყო ეს აქწია. მე მომეწონა ეს აკცია და პროეკტი.(ილჩინ და გამბარ)

  7. kakhi says:
    May 17, 2010 at 1:19 AM

    wow ra magari videoebia :) magari vxalise dzaan magrebi xart bavshvebo

  8. Unknown says:
    May 18, 2010 at 1:39 AM

    au martla dzalian magari ikooooooooooo
    :D:D:D

  9. datoO says:
    May 29, 2010 at 10:28 AM

    ki kai iyoo magram cotaa videoebii daaa suratebiiaa da kidev ertii rom gadaketebeli kidev bevriaa :D:D

Post a Comment

პროექტი მხარდაჭერილია “იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის” (SIIMS) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მიერ. პროექტს ახორციელებენ „ქეა ნორვეგია“ და „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA).