ინფორმაცია გარდაბნის შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ქვემო ქართლის რეგიონის შემადგენლობში შემავალ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს.
მუნიციპალიტეტი 1 ქალაქისა და 35 სოფლისაგან შედგება. სოფლები გაერთიანებულია 19 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მუნიციპალიტეტის მიწის მთლიანი ფონდი 2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 160 900 ჰექტარია.
მუნიციპალიტეტის ცენტრი – ქ. გარდაბანი თბილისიდან დაშორებულია 42 კმ-ით, ხოლო რეგიონის ცენტრიდან, ქ. რუთავიდან – 17 კმ-ით.
გარდაბანი ზღვის დონიდან 310 მეტრზე მდებარეობს. ჰავა – მშრალი, სუბტროპიკული. იანვრის საშუალო ტემპერატურა _ -0.30C , ივლისის _ +25.30C.
გარდაბანი ისტორიულ წყაროებში ჯერ კიდევ IV საუკუნიდან მოიხსენიება. ლეონტი მროველის მიერ `ქართლის ცხოვრებაში~ მოხსენიებულია გმირები: ქართლსოსის ძენი მცხეთოსი, გარდაბოსი, კახოსი, კუხოსი, გაჩიოსი, რომელთაც თავიანთი კუთვნილი მიწა-წყალი მიიღეს მამებისაგან. `გარდაბოსს მისცა ხუნანი~.
"გარდაბანი- ანუ "გარდბანი" ქალაქსაც ეწოდებოდა. მაგალითად, მემატიანე აშოტ კურაპალატის (787-826) შესახებ მოგვითხრობს, რომ არაბთა ლაშქრობით დაღლილი ივლტოდა გარდაბანს ეკლესიას შინა"-ო.
1968 წლიდან ჩამოყალიბდა გარდაბნის რაიონი (2006 წლიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტი), ხოლო თვით ქალაქი გარდაბანი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ცენტრს.
გარდაბანში განვითარებულია სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა.
ქალაქთან გადის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც უკავშირდება არამარტო მეზობელ სოფლებს და დედაქალაქს, არამედ აზერბაიჯანის რესპუბლიკასაც.

0 Response to "ინფორმაცია გარდაბნის შესახებ"

Post a Comment

პროექტი მხარდაჭერილია “იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის” (SIIMS) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მიერ. პროექტს ახორციელებენ „ქეა ნორვეგია“ და „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA).