პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე გარდაბნის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დახმარებით გავრცელდა ინფორმაცია პროექტის შესახებ. პროექტში და ახალგაზრდული ცენტრის ტრენინგებში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა გარდაბნის სამივე სკოლიდან შეავსეს სააპლიკაციო ფორმები. შემოსული აპლიკაციების მიხედვით შეირჩა 40 მოსწავლე. მათგან 14 დევნილი, 13 ადგილობრივი ქართველი და 13 არაქართველი.
მოსწავლეები გადანაწილდნენ 2 ჯგუფში. ერთი ჯგუფის სატრენინგო დღეებად შეირჩა ორშაბათი და ოთხშაბათი, ხოლო მეორე ჯგუფისათვის - სამშაბათი და ხუთშაბათი.
13 აპრილს “ხიდის” ოფისში დაიწყო ტრენინგების კურსი.
ახალგარდები აქტიურად ჩაერთვნენ სახალისო სავარჯიშოებში.
პირველი დღე მონაწილეთა გაცნობით, პროექტის და კლუბის მიზნების წარდგენით დაიწყო.
ტრენინგ-კურსის მეორე და მესამე დღეები დაეთმო სავარჯიშოებსა და აქტივობებს თანამშრომლობის თემაზე, ხოლო მეოთხე დღე - სტერეოტიპების არსისა და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების გაცნობას.
May 14, 2010 at 12:19 AM
თქვენ რა მოგწონდათ ყველაზე მეტად ტრენინგებზე?